NIBES-ის რიგით მე-10 კვლევითი სემინარი

29 აპრილი 2025

24 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის ორგანიზებით, ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლების საერთაშორისო ასოციაციის (NIBES) რიგით მე-10 კვლევითი სესია გაიმართა.

 

მეათე საიუბილეო სესიის ორგანიზება უზრუნველყო კავკასიის ბიზნესის სკოლის კვლევითმა ცენტრმა, პროფესორ ერეკლე პირველის ხელმძღვანელობით.


კვლევითი სესიის თემა იყო: “Sustainability Disclosure: Corporate Transparency in the Age of Increasing Climate Targets”.

ასევე, თემაზე “Hofstede’s Cultural Dimensions and Environmental Sustainability Attitudes (Case Study)” პრეზენტაცია ჩაატარეს კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორებმა თამარ კარბაიამ და ერეკლე პირველმა.

 

აღსანიშნავია, რომ NIBES საერთაშორისო ასოციაციაა, რომელიც ამჟამად აერთიანებს 21 ქვეყნის 21წამყვან ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლას. ორგანიზაციის მიზანია წევრ უნივერსიტეტებს შორის სტუდენტთა და აკადემიური გაცვლის, ერთობლივი კვლევების და საერთო აკადემიური პროგრამების მხარდაჭერა. კავკასიის უნივერსიტეტი 2007 წლიდან არის NIBES-ის წევრი და აქტიურად არის ჩართული როგორც ორგანიზაციის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებში, ისე მის მართვაში.