კავკასიის უნივერსიტეტში პროექტ DataSecSchool-ის ყოველწლიური მრგვალი მაგიდა გაიმართა

15 აგვისტო 2023

15 აგვისტოს, კავკასიის უნივერსიტეტში DataSecSchool-ის მონაწილეები,როგორც ბიზნესის, ასევე აკადემიისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლები ყოველწლიურ მრგვალ მაგიდაზე დასასწრებად შეიკრიბნენ. აღნიშნული ღონისძიება Jean Monnet Module Project-ის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის (EU) მონაცემთა დაცვის პრაქტიკის ირგვლივ დისკუსიების გამართვას.

 

ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიამ თავიანთი იდეები და გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს მონაცემთა დაცვის სფეროში, რაც ხელს უწყობს ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი სფეროს მუდმივ განვითარებას. დღის წესრიგი ფოკუსირებული იყო, როგორც თეორიულ გაგებაზე, ასევე პრაქტიკულ რეალიზებაზე და მოიცავდა სამ ძირითად თემას:

 

  1. ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის განხილვა
  2. საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის გზების განსაზღვრა
  3. მონაცემთა დაცვის ქეისები ბიზნესსა და საჯარო სექტორში საქართველოში

 

ღონისძიებაზე მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი დისკუსიაში, წარმოადგინეს თავიანთი შეხედულებები და იდეები. აღსანიშნავია, რომ DataSecSchool-ის ყოველწლიური მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს პროფესიონალებისა და მეცნიერების ჩართულობას მონაცემთა უსაფრთხოების სფეროსა და მათი ცოდნის გაღრმავებაში.