22 ივნისს, ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლების საერთაშორისო საზოგადოება NIBES-ის ორგანიზებით გაიმართა მეორე კვლევითი სამუშაო შეხვედრა თემაზე: Transforming Educational Practices in Business Education.
კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანმა, ელენე ჯღარკავამ შეხვედრაზე პრეზენტაცია ჩაატარა თემაზე: COVID19: Why we still need more practical components in academic programs. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს NIBES-ის წევრმა ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლის პროფესორებმა.
კავკასიის უნივერსიტეტი 2007 წლიდან NIBES-ის გლობალური ქსელის წევრია. ორგანიზაცია აერთიანებს 21 ქვეყნის ბიზნესისა და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლებს და ხელს უწყობს თანამშრომლობას სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევების, სტაჟირებების და სხვა ინოვაციური პროექტების განხორციელებით.