კავკასიის უნივერსიტეტის ნაშრომი სკოპუსის ბაზაში ინდექსირებულ საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა

20 ნოემბერი 2024

გავლენიან საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „Bulgarian Journal of Psychiatry“ გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგები “Exploring stigma associated with mental health services among college students in Georgia”.

 

ნაშრომის ავტორებია: კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი თენგიზ ვერულავა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სოციოლოგიის პროგრამის კურსდამთავრებული ლიკა გაბუნია.

 

სტატიის ბმული.

 

ჟურნალი „Bulgarian Journal of Psychiatry“ ინდექსირებულია SCOPUS-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.

 

რეზიუმე:

 

ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ადამიანებმა დაძლიონ ფსიქიკური პრობლემები, თუმცა, ხშირად ისინი უარს ამბობენ ან ვერ იღებენ პროფესიონალური დახმარებას. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც ადამიანს აკავებს სამედიცინო დახმარების მიღებისგან არის საზოგადოებაში დამკვიდრებული სტიგმა. სოციალური სტიგმა გულისხმობს საზოგადოების მხრიდან ნეგატიურ დამოკიდებულებას იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. კვლევის მიზანს შეადგენდა საქართველოში სტუდენტების დამოკიდებულების და სტიგმის როლის შესწავლა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიღებასთან დაკავშირებით.

 

კვლევამ აჩვენა, რომ სტუდენტებს მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა აქვთ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ. და არ აქვთ საჭირო ინფორმაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების შესახებ. სტუდენტებს მიაჩნიათ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიღება მნიშვნელოვანია, მაგრამ ხშირად ეს შეუძლებელი ხდება ისეთი ბარიერებიდან გამომდინარე, როგორებიცაა: საზოგადოებაში დამკვიდრებული სტიგმა, თვითსტიგმა და სერვისების სიძვირე.