IAUP-ის ლიდერობის განვითარების რიგით მესამე პროგრამა კატარში, დოჰაში

4 დეკემბერი 2023

30 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით IAUP-ის რიგით მესამე „ლიდერობის განვითარების სემინარი ახალი პრეზიდენტებისა და ლიდერებისათვის“ გაიმართა. პროგრამაში  20 სხვადასხვა ქვეყნის  მსმენელი  და ოცზე მეტი საერთაშორისო მომხსენებელი  მონაწილეობდა. პროგრამის სპიკერი და მენტორი კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი და IAUP მმართველი საბჭოს თავმჯდომარე - კახა შენგელია იყო.  პროგრამა კატარში, დოჰაში, კატარის ფონდის და Santander Universidades მხარდაჭერით გაიმართა.

 

პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა სემინარები  ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ლიდერობა, მმართველობა, უმაღლესი განათლების ციფრული ტრანსფორმაცია, ხარისხის უზრუნველყოფა, ფინანსური დივერსიფიკაცია, ინტერნაციონალიზაცია, თანასწორობა, ინკლუზია და სხვა.

 

სემინარის პირველ დღეს კატარის უნივერსიტეტმა უმასპინძლა მრგვალ მაგიდას, რომლის ფარგლებშიც  მომხსენებლებმა და მონაწილეებმა გააზიარეს  თავიანთი მოსაზრებები და გამოცდილება უმაღლეს განათლებაში ლიდერობის გამოწვევებზე პოსტპანდემიურ ეპოქაში. ასევე, გაიმართა დისკუსია სხვადასხვა თემებზე და ინდივიდუალური მენტორული სესიები.  სემინარის მეორე დღე გაგრძელდა  Education City-ში, რომელსაც უმასპინძლა კატარის ფონდმა. სემინარის დასკვნითი სესია კი  დოჰას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართა.

 

IAUP ლიდერობის განვითარების პროგრამა პირველად ჩატარდა 2019 წელს დანიაში, მისი მეორე გამოშვება კი 2022 წელს მეხიკოში გაიმართა.