„თიბისი კაპიტალის“ საჯარო ლექცია კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვის

2 ნოემბერი 2019

2 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა „თიბისი კაპიტალის“ საჯარო ლექცია თემაზე - „აქციის ეფექტური შეთავაზების ძირითადი პრინციპები“.

 

ლექცია სტუდენტური პროგრამის „თიბისი კემპი“-ს ფარგლებში გაიმართა, რომელსაც თიბისი ბანკი კავკასიის ბიზნესის სკოლასთნ თანამშრომლობით ახორციელებს.

 

პროგრამის მთავარი მიზანი სტუდენტებისთვის რეალური სამუშაო გამოცდილების მიღების საშუალების შექმნა და მათთვის ფინანსური ბაზრების უკეთ გაცნობაა.