ტრენინგი პროექტ E-FIX-ის ელჩებისათვის

21 სექტემბერი 2019
                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                 

 

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული, ჰოროზონტ 2020-ს პროექტის- E-FIX (Energy Financing Mix)-ის ფარგლებში 20 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა “ე-ფიქსის” ელჩების ტრენინგს უმასპინძლა. ტრენინგს გაუძღვნენ კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორები და ენერგო სექტორის ექსპერტები.

 

სესიები ორ ეტაპად  იყო განაწილებული. პირველ ნაწილში ტრეინინგი თეორიულ ინფორმაციას მოიცავდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: პროექტის მიზნები და მისია, ამბასადორების როლი პროექტის ფარგლებში, ენერგო ეფექტურობა და მისი მნიშვნელობა ბიზნესში, ლიზინგი და ფინანსური მოდულები.

 

პროექტის დასკვნითი ეტაპი დაეთმო პრაქტიკულ აქტივობებს, ჯგუფურ მუშაობასა და დისკუსიებს. ტრენინგის მონაწილეები გამოირჩეოდნენ ინტერაქციულობით, სვამდნენ შეკითხვებს და უზიარებდნენ ერთმანეთს გამოცდილებას.

 

პროექტი ხელს უწობს ინოვაციური ფინანსირების მექანიზმების გამოყენებით კერძო ინვეტიციების განცორციელებას ენერგო ეფექტურობის და განახლებადი ენერგო პროექტებისთვის.