ტრენინგი - აკადემიური წერა: სწავლება და თანამედროვე ტენდენციები

12 ივლისი 2018

12-14 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში, ჩატარდა ტრენინგი „აკადემიური წერა: სწავლება და თანამედროვე ტენდენციები.“ ტრენინგს ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური წერის და კვლევის მეთოდების პროფესორები და ასევე, ადმინისტრაციული თანამშრომლები. ტრენინგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს: „აკადემიური წერის“ საგნის სილაბუსის ძირითად კომპონენტები - სილაბუსის აუცილებელი თემები; თანამედროვე ტენდენციები აკადემიურ წერაში; აკადემიური ნაშრომის სტრუქტურა; მუდლის და თარნითინის (Moodle, Turn it in) პროგრამების გამოყენების სწავლება.

 

კავკასიის უნივერსიტეტი ჩართულია ერაზმუს + პროექტში - აკადემიური კეთილისინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY). ტრენინგს უძღვებოდნენ პროექტში ჩართული კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული თანამშრომლები.

 

პროექტის მიზანია, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და სწავლების, შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. ასევე, პროექტი მიზნად ისახავს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, აღმოფხვრასა და პრევენციას საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.