კავკასიის უნივერსიტეტი აგრძელებს უკრაინის მხარდასაჭერ ღონისძიებებს. უამრავი ადამიანის, სტუდენტების, კურსდამთავრებულების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის თუ უცხოელი პარტნიორების თხოვნის საფუძველზე, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეიქმნა საქველმოქმედო ანგარიში.
თითოეულ ადამიანს, რომელსაც სურს მცირედი წვლილი მაინც შეიტანოს უკრაინელთა მხარდასაჭერად, შესაძლებლობა აქვს განახორციელოს თანხის დონაცია ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე.
შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შექმნილ ოფიციალურ საქველმოქმედო ანგარიშზე.
ანგარიში:
TBC ბანკი - GE25TB7047536020100053 GEL/USD/EUR
დანიშნულებაში მიუთითეთ: ქველმოქმედება უკრაინისთვის