„საქართველოს უნივერსიადა - 2022“

9 ნოემბერი 2022

2 ნოემბერიდან კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, CU-ის სტუდენტები მონაწილეობას იღებენ „საქართველოს უნივერსიადა - 2022“-ის შემოდგომის სეზონში.

 

CU-ის სტუდენტები აქტიურად ასპარეზობენ სპორტის რამდენიმე სახეობაში სხვადასხვა უნივერსიტეტების გუნდებთან ერთად საქართველოს მასშტაბით. მონაწილეები ჩართულნი არიან შემდეგ  სპორტულ შეჯიბრებებში: ბადმინტონი, ბილიარდი, ბოულინგი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ნარდი, ფეინთბოლი, ფრენბურთი (ვაჟების გუნდი), ფრენბურთი (გოგონების გუნდი), ფუტსალი, ძიუდო და ჭადრაკი.