შიდა საუნივერსიტეტო კონკურსი

11 იანვარი


კონკურსის შედეგად დამოუკიდებელმა ჟიურიმ კავკასიის უნივერსიტეტიდან ერთი საუკეთესო შემოთავაზება შეარჩია და გამარჯვებული გუნდი "SPARK" გამოავლინა. პროექტის მონაწილე გუნდები წამახალისებელი პრიზებით დაჯილდოვდნენ. შერჩეული გუნდი კი მომდევნო ტურში გადავიდა, სადაც იგი საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებელების სტუდენტებს გაუწევს კონკურენციას.

პროექტი ბრიტანეთის საბჭოს, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის მიერ განხორციელდა.

კავკასიის უნივერსიტეტი ულოცავს გამარჯვებას გუნდ "SPARK"–ს თითოეულ წევრს: არტიომ ხავშაბოვს, გიორგი ჩიტეიშვილს, გია გოგიბერიძეს და ლაშა კივილაძეს და უსურვებს მათ შემდგომ წარმატებას.