ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სკოლა ოპიზასთან

4 ივლისი 2022

4 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში, საქმიანი ვიზიტით სკოლა ოპიზას წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ უმასპინძლა. 

 

ვიზიტის მთავარი მიზანი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იყო, რომელიც ითვალისწინებს მხარეებს შორის სამომავლო ერთობლივი პროექტების, ღონისძიებების და სხვადასხვა ტიპის აქტივობების განხორციელებას, როგორც  საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო და სხვა მიმართულებებით. 

 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და სკოლა ოპიზას დირექტორის მოადგილემ ადმინისტრაციულ საკითხებში შავლეგ ურუშაძემ. 

 

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: მაია ბრეგვაძე საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, მაია თევზაძე დირექტორის მოადგილე სასწავლო აღმზრდელობით დარგში და მარინე მირიანაშვილი სკოლის დირექტორი, ხოლო კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან მმართველი საბჭოს წარმომადგენლები. 

 

ტრადიციულად შეხვედრა კამპუს ტურით დასრულდა.