14 თებერვალს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში (Erasmus+/ Bilateral Exchange) მონაწილე სტუდენტებს CU კამპუსში უმასპინძლა.
საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ინდოეთის, აზერბაიჯანის, ტაჯიკეთის, საფრანგეთისა და ნიდერლანდების პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტები, 2022 გაზაფხულის სემესტრს კავკასიის უნივერსიტეტში გაატარებენ.
შეხვედრის მიზანს სტუდენტების CU კამპუსისა და უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის, ასევე უნივერსიტეტში არსებული სერვისების გაცნობა წარმოადგენდა. სტუდენტები ასევე შეხვდნენ უნივერსიტეტის პრეზიდენტს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტსა და სტუდენტური სამსახურის წარმომადგენლებს.