23 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, ადმინისტრაციული პერსონალისთვის გაიმართა პროექტის „VIRTUALLYEDU – ვირტუალური მობილობა და ციფრული განათლება“ საინფორმაციო შეხვედრა.
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია პროგრამის ახალი ფაზის შესახებ, ასევე ისაუბრეს მენტორების ვორკშოპსა და ჰაკათონის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე. დისკუსიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტების ჩართულობის გაზრდის გზებს და უნივერსიტეტში ინოვაციური აქტივობების განხორციელების შესაძლებლობებს.
„VIRTUALLYEDU – ვირტუალური მობილობა და ციფრული განათლება“ არის ერასმუს+ -ის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური განვითარების პროექტი, რომლის მიზანია ევროპისა და აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონების ახალგაზრდების დაკავშირება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან, ფაკულტეტის წევრებთან და აკადემიურ პერსონალთან. პროექტი ხელს უწყობს ციფრული უნარების განვითარებას, დასაქმების შესაძლებლობების ზრდას და ახალგაზრდული ქსელის გაძლიერებას ევროკავშირსა და აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებს შორის.