18 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტს თბილისის კერძო სკოლის - "მოძღვარი" - აბიტურიენტები და სკოლის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
მოსწავლეები აბიტურიენტების საინფორმაციო შეხვედრას დაესწრნენ, სადაც კავკასიის უნივერსიტეტისა და საბაკალავრო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, აბიტურიენტებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე.
ვიზიტის ბოლოს, სკოლის - "მოძღვარი" - მოსწავლეებსა და წარმომადგენლებს ტრადიციულად კამპუს ტური ჩაუტარდათ.