21 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა უმასპინძლა ჰამბურგის უნივერსიტეტის (გერმანია) ბიზნესის, ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებს - ელენა შეინფელსა და მარიე-ტერეზ პრუბნერს.
ვიზიტის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გერმანელ კოლეგებს დეტალურად გააცნეს უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამები, საერთაშორისო პროექტები და მიღწევები. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები ბიზნესის, ეკონომიკის, სოციალური მეცნიერებებისა და კომუნიკაციების/მედიის მიმართულებებით. ასევე ისაუბრეს Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ერთობლივი განაცხადის მომზადებისა და მოკლევადიანი აკადემიური პროგრამების განვითარების პერსპექტივებზე.
ჰამბურგის უნივერსიტეტი დაარსდა 1919 წელს და დღესდღეობით წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფო კვლევით უნივერსიტეტს გერმანიაში. იგი მაღალ პოზიციებს იკავებს როგორც QS-ის მსოფლიო რეიტინგში, ასევე შანხაის აკადემიურ რეიტინგში. უნივერსიტეტი ცნობილია გამოჩენილი კურსდამთავრებულებითა და საერთაშორისო სტუდენტთა მაღალი რაოდენობით.