CSB-ის და GEM-ის ერთობლივი MBA პროგრამის მე-16 მიღების სტუდენტების ვიზიტი პარიზისა და გრენობლის კამპუსებში

20 თებერვალი 2025

CSB-ის და GEM-ის ერთობლივი MBA პროგრამის მე-16 მიღების სტუდენტები სპეციალიზაციის მოდულების - მეწარმეობა: ლიდერობა ტრანსფორმაციისთვის; ფინანსური მენეჯმენტი; ლაქშერი ტრანსფორმაცია ციფრულ და მდგრად სამყაროში - გასავლელად გრენობლისა და პარიზის კამპუსებში იმყოფებიან. 

 

აღსანიშნავია, რომ გრენობლის მენეჯმენტის სკოლას მიღებული აქვს საერთაშორისო დონის ისეთი სამმაგი აკრედიტაციები, როგორებიცაა: AACSB, AMBA და EQUIS. 2024 წლის მონაცემებით, გრენობლის პროგრამა საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით 47-ე ადგილს იკავებს და მსოფლიო მასშტაბით ტოპ 50-შია Financial Times-ის რეიტინგებში. 

 

კავკასიის ბიზნესის სკოლის და გრენობლის მენეჯმენტის სკოლის ერთობლივი ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაზე მორიგი ნაკადის მიღება დაწყებულია.

 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.