23 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა ვილდაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის, გერმანია, წარმომადგენელს მილენა ლოტერს უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, უნივერსიტეტში მოქმედ პროგრამებზე, საერთაშორისო აკრედიტაციებზე და მიღწევებზე.
კავკასიის უნივერსიტეტი და ვილდაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი 2021 წლიდან ქართველ და უცხოელ სტუდენტებს სთავაზობს ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში პირველ აკრედიტირებულ ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტში.
აღსანიშნავია ისიც, რომ მხარეებმა ისაუბრეს ერაზმუს+ ის საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის გაფორმების შესახებ. აღნიშნული პროგრამა კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს, შესაძლებლობას მისცემს ისარგებლონ გაცვლითი პროგრამით პარტნიორ უნივერსიტეტში.