Erasmus + პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

1 დეკემბერი 2023

24-28 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, ერასმუს + ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში, კოდოლანი იანოშ უნივერსიტეტის, უნგრეთი (Kodolanyi Janos University, Hungary) დელეგაციას უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი სახის შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, დაიგეგმა კონკრეტული აქტივობები მიმდინარე პროექტის დასრულებამდე და შედგა შეთანხმება 2024 წლის ერასმუს+ კრედიტ მობილობის ფარგლებში ახალი პროექტის წარდგენაზე. ასევე, კოლეგებმა პარტნიორი უნივერსიტეტიდან მიიღეს ინფორმაცია კავკასიის უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო პროგრამებისა და მიღწევების შესახებ.

 

კოდოლანი იანოშის უნივერსიტეტი ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროექტის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული მნიშვნელობის პარტნიორია უნგრეთში. უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას კვლევისა და სწავლების კომპონენტის ფარგლებში.