კავკასიის უნივერსიტეტს, ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლის მე-11 მე-12 კლასის მოსწავლეები და სკოლის დირექტორი რუსუდან კარკაძე ესტუმრნენ.
მოსწავლეები კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს, გიორგი ჯოლოგუას შეხვდნენ, ჩაუტარდათ ვორკშოპი თემაზე „მედიაწიგნიერება“.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, დამსწრე აუდიტორიამ ამომწურავი პასუხები მიიღო, მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე.
შეხვედრის შემდგომ მოსწავლეებმა უნივერსიტეტის გარემო და ინფრასტრუქტურა, ასევე ის სტუდენტური სივრცეები დაათვალიერეს, რომლითაც სარგებლობას CU-ში სწავლისას შეძლებენ.