23-27 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტი, ლაიფციგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის, გერმანია, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ინდუსტრიული ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორს ეკონომიკისა და რაოდენობრივი მეთოდების დარგში, ბოდო შტურმს მასპინძლობს.
ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა შედგა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანთან.
შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე პროფესორი შტურმი გაეცნო ინფორმაციას უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო პროგრამების, საერთაშორისო აკრედიტაციებისა და მიღწევების შესახებ. მხარეებმა აგრეთვე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების გზები, რომელიც ასევე მოიცავს პარტნიორობის გაფორმებას ერაზმუს+ ის კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში.
ლაიფციგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის მოქმედებს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, რაც კავკასიის ბიზნესის და და ეკონომიკის სკოლის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლონ მობილობით პარტნიორ უნივერსიტეტში.