პარტნიორი უნივერსიტეტის წამომადგენლის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

21 ივნისი 2024

17-21 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის, თურქეთი (Middle East Technical University, Turkey) წარმომადგენელს Erasmus + ადმინისტრაციული მობილობის პროგრამის ფარგლებში უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო პროგრამებისა და მიღწევების შესახებ.

 

შეხვედრა გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის წარმომადგენლებთანაც, მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და ისაუბრეს უნივერსიტეტებში არსებული გამოწვევების შესახებ.

 

აღსანიშნავია, რომ Erasmus+ კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი პარტნიორია თურქეთში. თანამშრომლობა მიზნად ისახავს უნივერსიტეტებს შორის როგორც სტუდენტების, ასევე ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის მობილობას.