კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეაში“ გაიმართა შეხვედრა თემაზე - ომის ერთი წელი უკრაინაში:ინტერდისციპლინური პერსპექტივები.
ღონისძიების ფარგლებში სპიკერებმა ისაუბრეს შემდეგ საკითხებზე:
- რუსეთი და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა: 1945-2023 - ეკა აკობია, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, პროფესორი
- ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების ტრანსფორმაცია ომის ფონზე - სოსო ბერიკაშვილი, ეკონომისტი, ასოცირებული პროფესორი
- წარმოსახვითი და რეალური ომი, ომი როგორც დისკურსი და განსხვავებული ფსიქიკური პოზიციები - გიგა მამინაშვილი, ფსიქოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
- უკრაინა რუსეთის ომის ზოგადი სამხედრო მიმოხილვა - დავით ჩხეტიანი, თავდაცვის ძალების პოლკოვნიკი
ლექციის თემამ დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.