კავკასიის უნივერსიტეტი აშშ-ის საელჩოსთან თანამშრომლობით, გეგმავს ორდღიან ვებინარს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული პროგრამების შესახებ.
5 დეკემბერს, 16:00 საათზე საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისათვის გაიმართება, ხოლო 7 დეკემბერს, 16:00 საათზე - ლექტორებისთვის.
ვებინარს გაუძღვებიან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გაცვლითი პროგრამების კოორდინატორები: თეა კუჭუხიძე და თათა თოდრია.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია 4 დეკემბრის 15:00 საათამდე, შემდეგ ბმულზე.
შეხვედრის საინსტრუქციო ენა იქნება ქართული.
დარეგისტრირებულ მონაწილეებს ინდივიდუალურად გაეგზავნებათ ონლაინ შეხვედრის ბმული.