Welcome party +

21 სექტემბერი 2019

21 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში მაგისტრანტების, დოქტორანტების, ლექტორებისა და თანამშრომლებისთვის CU Welcome Party + გაიმართა. წვეულება ასეთი ფორმატით პირველად ჩატარდა.

 

საღამოს დასაწყისში უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ სტუმრებს სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც წვეულების გასართობი ნაწილი დაიწყო.

 

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ბენდი The Five. წვეულების ბოლოს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა სტუმრებთან ერთად სადღესასწაულო ტორტი გაჭრა.