CU რა? სად? როდის? სტუდენტებისთვის

17 აპრილი 2021

17 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, CU რა? სად? როდის? გაიმართა. გამარჯვებული ეკონომიკის სკოლის გუნდი - ლუვავუ გახდა. 

 

მეორე და მესამე ადგილები კავკასიის ბიზნესის სკოლის გუნდებმა - Cognitionis და Espada დაიკავეს. ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობდა სულ 23 გუნდი, რომლებიც სხვადახვა სკოლას წარმოადგენდნენ.

 

I, II და III ადგილზე გასულ გუნდებს კავკასიის უნივერსიტეტისგან კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიის - "ლიბრარეა" 600, 400 და 200 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.

 

თამაშს კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანი, მოაზროვნე იოსებ ბერიკაშვილი წარუძღვა.

 

თამაში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური სამსახურის ორგანიზებით და კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანის, მოაზროვნე იოსებ ბერიკაშვილის დახმარებით ჩატარდა