ENRICHER-HUBS პროექტის ფარგლებში ტრენინგები მწვანე ტურიზმზე ქუთაისში იწყება

27 სექტემბერი 2024

ერასმუს+-ის ინსტიტუციური განვითარების (CBHE) პროექტის - „მწვანე ტურიზმის კონცეფციის შემუშავება ცოდნის გაღრმავების გზით“ ფარგლებში ტრენინგების სერია ქუთაისში იწყება. პროექტის ფარგლებში პარტნიორი უნივერსიტეტების ლექტორები საქართველოდან და მოლდოვიდან გაივლიან ინტენსიურ ტრენინგებს, რაც ხელს შეუწყობს ცოდნის გაღრმავებასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას მდგრადი ტურიზმის შესახებ, ინოვაციური სწავლების მიდგომების დანერგვას, სერვისის დიზაინის მეთოდებისა და ბიზნესის მიმართულებით კომპეტენციების განვითარებას.

 

ოთხდღიანი ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებს ჩაუტარდებათ ინტენსიური ლექციები, ვორკშოპები და დისკუსიები. მონაწილეები გაეცნობიან მდგრადი განვითარებისა და სერვისის დიზაინის სხვადასხვა თეორიებს, მოდელებსა და მისი პრაქტიკაში განხორციელების საშუალებებს.

 

კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად, პროექტში ჩართულია 8 კერძო და საჯარო უნივერსიტეტი, მათ შორის ავსტრიის, მოლდოვის, იტალიისა და ფინეთის წამყვანი ევროპული უნივერსიტეტები. პროექტის კოორდინატორია ჰააგა-ჰელიას გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი.

 

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.