კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში, საფრანგეთი

11 თებერვალი 2025

კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, 27 იანვრის კვირაში, სამუშაო ვიზიტით ეწვია პარტნიორ უნივერსიტეტს – ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტს.

 

ირენა მელუას ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, იოანის პანუსისიმ უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე და განიხილეს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისა და ერთობლივი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობები.

 

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში ირენა მელუამ აკადემიური მობილობა განახორციელა ინჟინერიის სკოლაში – „JUNIA“, სადაც ორი საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის პროექტების მართვის ინტენსიური მოდულური სალექციო კურსი ჩაატარა.

 

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტებს შორის Erasmus+ -ის პროექტი უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება. თანამშრომლობა მოიცავს როგორც სტუდენტების, ისე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას.