ვორკშოპი ,,საჯარო მონაცემების ხელმისაწვდომობა კვლევის ერთ-ერთი მეთოდი''

9 სექტემბერი 2024

კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა  პროექტის ფარგლებში  - “საჯარო მმართველობის პროგრამების გაძლიერება კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლაში”  ჩაატარებს ვორკშოპს თემაზე: „საჯარო მონაცემების ხელმისაწვდომობა, როგორც კვლევის მეთოდი“.

 

ვორქშოფი შეეხება საჯარო მონაცემების ხელმისაწვდომობის საკანონმდებლო და პრაქტიკულ საკითხებს - რა საკანონმდებლო ჩარჩო გვაქვს ქვეყანაში, როგორია მისი პრაქტიკაში აღსრულება და რა მთავარი გამოწვევებია საჯარო მონაცემების ხელმისაწვდომობის კუთხით. ასევე, განიხილება, როგორ შეუძლიათ სტუდენტებს გამოიყენონ საჯარო მონაცემები, როგორც ერთ-ერთი წყარო კვლევების განხორციელების დროს. რა ტიპის ინფორმაციის გამოქვეყნება და გაცემა ევალებათ საჯარო დაწესებულებებს და როგორია ამ კუთხით სხვა ქვეყნების კარგი პრაქტიკა.

 

ტრენერი/ფასილიტატორი: ლევან ავალიშვილი, თანადამფუძნებელი და პროგრამების დირექტორი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). ტრენერის ბიოგრაფია.

 

პროექტის მხარდამჭერია USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამა. პროექტის მიზანია მაღალკვალიფიციური საჯარო მმართველობის პროგრამის კურსდამთავრებულების აღზრდა, რომლებსაც ექნებათ თანამედროვე ცოდნა და უმაღლესი პროფესიული სტანდარტები. პროექტის აქტივობები ითვალისწინებს კურიკულუმისა და სილაბუსების განახლებას, პროფესიულ სემინარებს და ახალგაზრდულ კონფერენციას.

 

საჯარო მმართველობის პროგრამების სტუდენტებს შეუძლიათ რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე.