ვორკშოპი - მდგრადი ტურიზმის ინოვაციური გადაწყვეტები

1 ოქტომბერი 2025
კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლა, Erasmus+ CBHE პროექტის ENRICHER Hubs – „მწვანე ტურიზმის კონცეფციის შემუშავება ცოდნის გაღრმავების გზით“ კონსორციუმთან ერთად, გიწვევთ პრაქტიკულ ვორკშოპზე „ მდგრადი ტურიზმის ინოვაციური გადაწყვეტები “, რომელიც გაიმართება 1 ოქტომბერს, 09:30 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში.
 
ვორკშოპის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ტურიზმში ინოვაციური მომსახურებების შექმნის მეთოდებს მდგრადი პრინციპების გათვალისწინებით.
 
განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა:
 
• მდგრადობის მნიშვნელობა ტურიზმში;
• ინოვაციური იდეების გენერირების მეთოდები;
• კვლევითი სივრცის შექმნა;
• მოდიფიცირებული მორიცის მოდელი და სხვა.
 
რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.
ღონისძიების ხანგრძლივობა: 09:30 – 12:30 საათი.
 
ვორკშოპს წარუძღვებიან ქართველი და ევროპელი ტრენერები იტალიიდან, ავსტრიიდან და ფინეთიდან.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია თანდართულ ბმულზე.
 
რეგისტრირებულ სტუდენტებს დამატებით დაუკავშირდებიან და მიაწვდიან სრულ პროგრამას.
 
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 19 სექტემბერი.

სამუშაო ენა: ინგლისური.
 
ეს ვორკშოპი წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას მიიღოთ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება ტურიზმში ინოვაციური მეთოდებისა და მდგრადი ტურიზმის განვითარების მიმართულებით.