ვორკშოპი - ცხოვრება სხვა პერსპექტივიდან

24 დეკემბერი 2025
22 დეკემბერს, ასოციაცია „ანიკა“-მ კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის გამართა ვორკშოპი - „ცხოვრება სხვა პერსპექტივიდან“.
 
ვორკშოპზე სტუდენტები გაეცნენ შშმ პირთა წინაშე მდგარ გამოწვევებს და მათ საჭიროებებს. განიხილეს რეალური ქეისები, შშმ პირთათვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის  მექანიზმები და, ასევე, იმსჯელეს მორალური დილემების გადაწყვეტის გზებზე. 
 
აღნიშნული ვორკშოპი ჩატარდა ასოციაცია "ანიკასა" და კავკასიის უნივერსიტეტს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.