ვორკშოპი თემაზე - რა არის ლინ სტარტაპი?

10 ნოემბერი 2022

10 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა ვორკშოპი თემაზე - “შესავალი ლინ სტარტაპში“, რომელიც ჩაატარა ბობ სმიტმა, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ლინ სტარტაპის პროგრამირების და აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (NSF) ინოვაციების კორპუსის (I-Corps) პროგრამირების დირექტორმა.

 

ღონისძიებაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: როგორ უნდა იფიქრონ ადრეულ ეტაპზე მეწარმეებმა? კომერციალიზაციის პროცესის მიმოხილვა, მომხმარებლის აღმოჩენის მეთოდების და იდეის ბაზარზე გატანის საფუძვლები, როგორ უნდა მივუდგეთ სწორად ინვესტორებს და ა.შ.

 

ვორკშოპში მონაწილეობა მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, აკადემიურმა და ადმინისტრაციულ პერსონალმა, აგრეთვე გარე სტეიკჰოლდერებმა. ღონისძიების მიწურულს გაიმართა კითხვა/პასუხის სესია, რომლის ფარგლებშიც დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა დეტალური ინფორმაცია მიეღოთ მათთვის საინტერესო საკითხებზე.

 

შეხვედრა ჩატარდა „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების“(UCBP) პროგრამის ფარგლებში, ამერიკული საბჭოების ადმინისტრირებითა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეწარმეო კულტურის განვითარებას, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის პროცესის ხელშეწყობასა და უნივერსიტეტებს, ბიზნესსა და სამთავრობო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.