28-30 სექტემბერს, ჩინეთში მსოფლიო განათლების დღე 2018 იმართება, სადაც კავკასიის უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, კახა შენგელია კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
28 სექტემბერს, ღონისძიების პირველ დღეს გაიმართა მსოფლიო განათლების დიალოგი 2018, სადაც განიხილეს განათლების მნიშვნელობა და მისი გაუმჯობესების საკითხები საერთაშორისო მასშტაბით. დიალოგში მონაწილეობენ ნობელის პრემიის ლაურეატები ამერიკიდან, ბრიტანეთიდან და ისრაელიდან.
29 სექტემბერს, კახა შენგელია ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებისთვის ჩაატარებს მოხსენებით მიმართვას, რომელშიც ყურადღებას გაამახვილებს მნიშვნელოვან საკითხებზე.
ღონისძიებას ესწრებიან მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტების პრეზიდენტები და ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლები.