3 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა სახელმწიფო მართვის სკოლის რიგით XV სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია.
ყოველწლიური კონფერენციის მიზანია საერთაშორისო ურთიერთობისა და საჯარო მმართველობის აქტუალური მიმართულებების გაშუქება და სტუდენტების წახალისება, ჩაერთონ აკადემიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.
მოხსენებები მოისმინეს და სტუდენტებს განმავითარებელი შეფასებები მისცეს აკადემიური ჟიურის წარმომადგენლებმა, შემდეგი შემადგენლობით: ეკა აკობია- სახელმწფო მართვის სკოლის დეკანი, პროფესორი; ემირ ეთერია-სახელმწიფო მართვის სკოლის პროფესორი, ნანა ფირცხელანი-სახელმწიფო მართვის სკოლის ასოცირებული პროფესორი, გიორგი ცხადაია-სახელმწიფო მართვის სკოლის პროფესორი,
კონფერენციაზე წარდგენილ იქნა 7 მოხსენება:
ლიზი ლაზარაშვილი, თათია უშიკიშვილი. დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა, III კურსი:
- თემა:დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტთა ანგარიშვალდებულებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის შეფასება: სსიპ სპეციალური საგამოძიებო სამსახური. ხელმძღვანელი მოწვეული ლექტორი გიორგი ბობღიაშვილი.
გრეტა ბერიძე, გელა სალთხუციშვილი. დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა, III კურსი:
- თემა:დეოლიგარქიზაცია პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ხელმძღვანელი მოწვეული ლექტორი გიორგი ბობღიაშვილი. ხელმძღვანელი მოწვეული ლექტორი გიორგი ბობღიაშვილი.
ნუცა ბახია, დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა, II კურსი:
- თემა:The Rise of Cyber Diplomacy: International Cooperation in Addressing Cyber Threats ხელმძღვანელი მოწვეული ლექტორი თათია ჩიხლაძე.
თამარი გოგუაძე, საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამა, III კურსი;
ნინო კობახიძე, დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა, III კურსი:
- თემა: საქართველოში ევროპული საჯარო მმართველობის პრინციპების დანერგვის შეფასება სერვისების მიწოდების მიმართულებით ხელმძღვანელი მოწვეული ლექტორი გიორგი ბობღიაშვილი.
ნინი ტყაბლაძე, მარიამ სიხარულიძე. დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა, II კურსი:
- თემა: აშშ-ს საგარეო პოლიტიკა ირანთან მიმართებაში ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის მაგალითზე. ხელმძღვანელი მოწვეული ლექტორი რატი თვალავაძე.
გიორგი გოგრიაშვილი. დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა, II კურსი:
- თემა: უიარაღო ოკუპაცია: 21-ე საუკუნის რუსეთის ჰიბრიდული, ექსპანსიონისტური და ტექნოკრატიული პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპაში. ხელმძღვანელი მოწვეული ლექტორი თამაზ ახობაძე.
ნელი ხვედელიძე, სოფო ვახტანგიშვილი. დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა, III კურსი:
- თემა: ისრაელ-პალესტინის 2023 წლის განახლებული ომი: ჰამასის მიერ განხორციელებული ქმედების მიღმა არსებული რეალური მოტივები და თავდასხმისთვის შერჩეული დროის რაციონალურობა. ხელმძღვანელი ასისტენტ-პროფესორი გიორგი გოგუაძე.
კონფერენციაზე საპრიზო ადგილები მიენიჭათ შემდეგ მომხსენებლებს:
- I ადგილი- ლიზი ლაზარაშვილი, თათია უშიკიშვილი.
- II ადგილი - გრეტა ბერიძე, გელა სალთხუციშვილი.
- III ადგილი - ნუცა ბახია.