AACSB-ის მენტორის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

28 იანვარი 2019

28-29 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტმა AACSB-ის მენტორს ედგარ მეიერს უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში მენტორმა სამუშაო შეხვედრები გამართა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. შეხვედრების მიზანია, შეაფასოს და განსაზღვროს ბიზნესის სკოლის საჭიროებები აკრედიტაციის პროცესის წარმართვისთვის.

 

AACSB საერთაშორისო ასოციაციაა, რომელიც აერთიანებს განათლების სექტორს, სტუდენტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს. კავკასიის უნივერსიტეტი AACSB-ის წევრი 2016 წელს გახდა, 2018 წელს კი მოიპოვა აკრედიტაციის პროცესის დაწყების უფლება.