10 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტმა ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმომადგენლობას უმასპინძლა.შეხვედრის მიზანი იყო ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში შეთავაზებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შესახებ სტუდენტების ინფორმირება: კერძოდ – ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები და პროგრამაზე ჩასარიცხად წარმოსადგენი აუცილებელი დოკუმენტები.

კავკასიის უნივერსიტეტმა 34 სკოლასთან მემორანდუმი გააფორმა. ამ მემორანდუმის ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მათემატიკის პედაგოგებისათვის ჩატარდა სასერტიფიკატო გამოცდების პროგრამით გათვალისწინებული საკვანძო თემებზე ყოველკვირეული ორსაათიანი მეცადინეობები, რომელიც აპრილის თვეში დაიწყო და 30 ივნისს დასრულდა.
კავკასიის უნივერსიტეტმა 34 სკოლასთან მემორანდუმი გააფორმა.
30 ივნისს, გაიმართა საუნივერსიტეტო "რა სად როდის"–ის ფინალი, სადაც ხუთი გუნდი იღებდა მონაწილეობას. ფინალი ოცდაცამეტი შეკითხვისგან შედგებოდა. გამარჯვება კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტებისაგან დაკომპლექტებულმა გუნდმა – "ზღარბმა" – მოიპოვა. მათ ფინალში ქულების რაოდენობით საუკეთესო შედეგი აჩვენეს.
30 ივნისს, გაიმართა საუნივერსიტეტო "რა სად როდის"–ის ფინალი, სადაც ხუთი გუნდი იღებდა მონაწილეობას. ფინალი ოცდაცამეტი შეკითხვისგან შედგებოდა.
29 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის კინოკლუბის სეზონის დახურვის ცერემონიალი გაიმართა.
29 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის კინოკლუბის სეზონის დახურვის ცერემონიალი გაიმართა.
26–27 ივნისს, ჩესტერის უნივერსიტეტის დელეგაცია კავკასიის უნივერსიტეტს ეწვია. შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო არსებული პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამართლის და მედიის სკოლებში ერთობლივი ორმაგი ხარისხის პროგრამებთან დაკავშირებით თანამშრომლობას. აღსანიშნავია, რომ ჩესტერის და კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ერთობლივი ორმაგი ხარისხის პროგრამა დიდი პოპულარულობით სარგებლობს. დელეგაცია კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეხვდა, რომლებიც ერთი სემესტრის ან ერთი წლის განმავლობაში ისწავლიან ჩესტერის უნივერსიტეტში გაცვლით და ორმაგი ხარისხის პროგრამებზე.
27 ივნისს, კლაიპედას უნივერსიტეტის წარმომადგენლები კავკასიის უნივერსიტეტს ეწვივნენ. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დაისახა.
26–27 ივნისს, ჩესტერის უნივერსიტეტის დელეგაცია კავკასიის უნივერსიტეტს ეწვია.
2012 წლის 19 და 20 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა სემინარები თემაზე „ფინანსური ინსტიტუტების ლიკვიდაცია და გაკოტრება" . სემინარები ჩატარდა საქართველოს ეროვნულ ბანკთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში. სემინარებს ესწრებოდნენ სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები.
20–22 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტმა "NIBES"-ის საერთაშორისო ასოციაციის ყოველწლიურ შეკრებას უმასპინძლა. შეხვედრა სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" გაიმართა.
18 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტს მონტანას უნივერსიტეტის პროფესორი რიჩარდ დეილი ეწვია. იგი კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დოქტორანტებს შეხვდა. დისკუსიის დროს პროფესორმა დოქტორანტებს საკუთარი ქეისი გააცნო.