14 ნოემბერს, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში დელოიტის აუდიტის მენეჯერმა ილია ღუდუშაურმა, მოწვეული ლექტორის რანგში, წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „საინვესტიციო პროექტების შეფასების მეთოდოლოგია / საინვესტიციო გადაწყვეტილებები".
14 ნოემბერს, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში დელოიტის აუდიტის მენეჯერმა ილია ღუდუშაურმა, მოწვეული ლექტორის რანგში, წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „საინვესტიციო პროექტების შეფასების მეთოდოლოგია / საინვესტიციო გადაწყვეტილებები".
11 ნოემბერს, პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტმა ჯემალ ხატიაშვილმა მის მიერ დაარსებული ბრენდის "ბუტრანას" პრეზენტაცია გამართა.
10 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის“ (MCERC) ორგანიზებით და „დოიჩე ველე აკადემიის“ (DW Akademie) დაფინანსებით, კავკასიის მედიის სკოლაში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
4 ნოემბერს, პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შერონ კროსტის საჯარო ლექცია. ლექციის თემა იყო:
4 ნოემბერს, პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ტემპუსის პროექტის "ევროპული ინტეგრაცია და ქართული შრომითი ურთიერთობების (EIGER)" დახურვის კონფერენცია.
1 ნოემბერს, გაიმართა წიგნის „სანოტარო სამართლის“ პრეზენტაცია.
31 ოქტომბერს, კავკასიის ჯანდაცვისა და ეკონომიკის სკოლას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სავაჭრო მოლაპარაკებებისა და DCFTA განხორციელების სამმართველოს უფროსი გიორგი ჩიტაძე ესტუმრა.
24 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია შეხვდა ხოსე გუტიერეს, ERASMUS+ პროგრამების დირექტორს ევროკმისისაში და ლიკა ღლონტს, ERASMUS+ ეროვნული ოფისის ხელმძღვანელს.
21 ოქტომბერს კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა პროექტის "თბილისის ახალგაზრდული საკრებულო" პრეზენტაცია, რომელიც წარმოადგინა თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ. მან კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტებს გააცნო ახალგაზრდული საკრებულოს შექმნის მიზნები, ფუნქციები, სტუდენტთა გაწევრიანების წესები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.
Financial Times-მა მსოფლიოს Executive MBA პროგრამების 2016 წლის მონაცემები გამოაქვეყნა. ბოლო მონაცემების მიხედვით გრენობლის თბილისის კემპუსის პროგრამა მსოფლიოს Executive MBA პროგრამებს შორის დასახელდა; პროგრამა 67-ე ადგილს იკავებს და მსოფლიოში ცნობილ MBA პროგრამებს შორისაა.
ლიკა დაუშვილის ფილმი დაკას მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზეა წარდგენილი. ფილმი კავკასიის უნივერსიტეტის მხარდაჭერით არის გადაღებული და ლიკას სადიპლომო ნამუშევარია.
13-16 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ "უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისოასოციაციის" არჩეული პრეზიდენტის რანგში მონაწილეობა მიიღო IAUP-ის ნახევარწლიურ კონფერენციაში, რომელსაც ქეიფ პენინსულას ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა და ცენტრალურმა ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლეს ქეიფთაუნში, სამხრეთ აფრიკაში.
9 ოქტომბერს, კავკასიის ტურიზმის სკოლის სტუდენტებმა პროექტ MetroCity Batumi-ს ფარგლებში სასტუმრო "ეუფორია" დაათვალიერეს. ვიზიტი ინფორმაციული ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა აღნიშნული სასტუმროს სერვისების გაცნობას.
8 ოქტომბერს, სასტუმრო „მილენიუმ ბილტმორში" კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა.
7 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვია: დოქტორ ალან გუდმენი - საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტი და CEO (IIE), დოქტორი ფენვიკ ჰასი - ზიკლინ ბიზნეს სკოლის დეკანი, ბარუქის კოლეჯი, ნიუ იორკის უნივერსიტეტი (Willem Kookier Dean, Zicklin School of Business, Baruch College), დოქტორი აკიფ ფარჰად ოღლუ მუსაიევი - აზერბაიჯანის უნივერსიტეტის დამაარსებელი (Founder of University of Azerbaijan), დოქტორი ბიჟან ფაზლოლაჰი - კავკასიის ბიზნესის სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
4 ოქტომბერს, კავკასიის სამართლის სკოლის დოქტორანტის ირმა კუხიანიძის პირველი თემატური სასემინარო ნაშრომის დაცვა გაიმართა.
4 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა ემორის უნივერსიტეტის პროფესორის, ნათანიელ გოზანსკის მასტერკლასს თემაზე ,,American contracts law and international trade’’.
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე შეხვდა; მან გამართა საჯარო ლექცია, რომელიც საქართველოს სახელმწიფოსთვის მამულის გადმოცემის დეტალებს შეეხო; გელა დუმბაძემ საკუთარ გამოცდილებაზე, როგორც ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის კომისიის თავმჯდომარემ ისაუბრა; 2016 წლის 23 სექტემბერს სწორედ მის მიერ მოეწერა ხელი ლევილის მამულის (Leuville-sul-Orge) საქართველოსათვის დაბრუნების აქტს.
3 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე - “სამყარო: წარსული და მომავალი (The Universe: Looking Backward - Looking Forward)”.
ჯასარო ლექცია ჩაატარა კარნეგი მელონისა და ილიას უნივერსიტეტების პროფესორმა თინათინ კახნიაშვილმა.
30 სექტემბერს, კავკასიის ბიზნესის სკოლის პროფესორმა, ერეკლე პირველმა Fulbright-ის მიწვეული მეცნიერის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. ამ გრანტის ფარგლებში ერეკლე პირველი გაემგზავრება მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, სადაც კვლევით სამუშაოებში ჩაერთვება.