საჯარო ლექცია თემაზე - ევროპა ქართველთა თვალით: ძველ სამყაროში განვითარებული დიალოგი

7 მაისი 2025

5 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის საქართველოს შემსწავლელი საერთაშორისო კვლევის ცენტრის და ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ერთობლივი საჯარო ლექცია თემაზე - ევროპა ქართველთა თვალით: ძველ სამყაროში განვითარებული დიალოგი.

 

ლექცია წაიკითხა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ისტორიის დოქტორმა დავით თინიკაშვილმა. ლექციის ბოლოს გაიმართა საინტერესო დისკუსია.

 

კავკასიის უნივერსიტეტის საქართველოს შემსწავლელი საერთაშორისო კვლევის ცენტრი აგრძელებს საჯარო ლექციების და სამეცნიერო დისკუსიების სერიას საქართველოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე.