კომპანია Deloitte სტუმრად კავკასიის უნივერსიტეტში

11 იანვარი
სტუდენტებისათვის მეტი ინფორმაციის მიწოდებას კომპანიის შესახებ.

2013 წლის მონაცემებით Deloitte გლობალურ ლიდერად დიდი ოთხეულის კომპანიებს შორის დასახელდა.

Deloitte ახორციელებს აუდიტორულ, საგადასახადო, მმართველობით და ფინანსურ კონსულტირებას სხვადასხვა სფეროში მოღვაწე როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კომპანიებისთვის. Deloitte საერთაშორისო ქსელის კომპანიაა და ფლობს პრაქტიკული მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას თავისი საქმიანობის ნებისმიერ სფეროში მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში.

შეხვედრას დაესწრო კომპანიის პარტნიორი - ჯონ ედვარდ რობინსონი. ასევე ყველა დეპარტამენტის მენეჯერი: გიორგი ხარაიშვილი/აუდიტი, ლევან ჯანაშია/კონსალტინგი, გიორგი თავართქილაძე/გადასახადები, გიორგი სვანაძე/იურიდიული სამსახური, იზა გელაშვილი ოფისის მენეჯერი და ვალერი ყოჩიშვილი – უფროსი აუდიტორი, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.

{phocagallery view=category|categoryid=487|limitstart=0|limitcount=0}