ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პრაღის ნიუ–იორკის უნივერსიტეტთან

11 იანვარი

საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. მემორანდუმი მიზნად ისახავს ორმხრივი ურთიერთობის განვითარებას.

ხელშეკრულება ითვალისწინებს სტუდენტთა, ლექტორთა გაცვლით პროგრამებს და ერთობლივ კვლევით პროექტებს.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და პრაღის ნიუ–იორკის უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა, სოტირის ფოუტსისიმ.