დანიცა პურგი სტუმრად კავკასიის უნივერსიტეტში

11 იანვარი

სექტემბერში თბილისში ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის მენეჯმენტის განვითარების ასოციაციის წლიური კონფერენცია გაიმართება. ამასთან დაკავშირებით, 22–24 მარტს, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის მენეჯმენტის განვითარების ასოციაციის პრეზიდენტი დანიცა პურგი კავკასიის უნივერსიტეტს ეწვია. იგი კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტებსაც შეხვდა და ლექცია თემაზე „ლიდერობის ხელოვნება" წაიკითხა.