ინტელექტუალური თამაში ”რა? სად? როდის?”

11 იანვარი
სტუდენტური დღეების გალამაზებისა და ადამიანური რესურსების განვითარებისათვის ჩაეტარებინათ ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?", რომელიც არ იქნებოდა მხოლოდ გართობაზე ორიენტირებული. თამაშის ორგანიზატორები არიან ირაკლი ვეკუა, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი ტურაშვილი, ანა გახოკიძე, ნინო ბიბილაშვილი, ნიკა შალამბერიძე, გიორგი კვინიკაძე, გიორგი ჟღენტი, კოტე გოგილაშვილი, ნათია ბლუაშვილი, გიორგი შეროზია, ირაკლი ბიგვავა, რევაზ კოტრიკაძე. 15 ნოემბერს დაიწყო შემოდგომა-ზამთრის სეზონი, რომელიც ხუთ ეტაპად გაიმართება. უკვე ჩატარებულ პირველ თამაშში 15 ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო მეორე თამაშში 19 ჯგუფმა.
საინტერესო კითხვებს მოაზროვნეებისთვის ადგენენ თამაშის წამყვანი რევაზ კოტრიკაძე, ირაკლი ვეკუა და ანი გახოკიძე.
სტუდენტები ცდილობენ მოიზიდონ სპონსორები, რათა ზამთრის სეზონის გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდეს, რაც იქნება მოტივაცია სხვა სტუდენტების ინტელექტუალურ თამაშებში ჩაბმისა.
სეზონის ბოლო თამაში გაიმართება 13 დეკემბერს და გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან, ფულადი, ან სხვა სახის პრიზებით.
ინტელექტუალურ თამაშში "რა? სად? როდის?" მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტს.