ბიზნეს ვორკშოპი აბიტურიენტებისთვის CU კამპუსში

9 აპრილი 2022

9 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში აბიტურიენტებისთვის ბიზნეს ვორკშოპი გაიმართა თემაზე - „კომპანიის ლიდერობა“.

 

ვორკშოპის მომხსენებელი იყო - Georgian Progress Group-ის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე, Tsur Group-ის მმართველი დირექტორი, ტელეკომპანია ფორმულას - წამყვანი (გადაცემა "Business Powered by Bloomberg", რუბრიკა "ბიზნეს ლიდერები") - გიორგი ბურდული.

 

ღონისძიებაზე განხილული იყო ისეთი საკითხები როგორიცაა: კომპანიის ხედვა, მისია და სტრატეგია, ჩართული მხარეები, მათი ინტერესები და მოტივაციები, სტრუქტურა, ადმინისტრაცია და ორგანიზაციული კულტურა.

 

ვორკშოპის ბოლოს, აბიტურიენტებს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.