CSB-ის სტუდენტების წარმატება

17 მაისი 2016

კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტებმა - ნოდო ასანიძემ და შოთა ჩოჩიშვილმა მონაწილეობა მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტის - სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლის ფინანსურ შეჯიბრებაში (SSE (Stockholm School of Economics) Riga Finance Challenge).

 

შეჯიბრის პირველი და მეორე ტური სტუდენტებმა წარმატებით გაიარეს და მსოფლიო მასშტაბით რეგისტრირებულ 320 გუნდს შორის საპატიო მეექვსე ადგილი დაიკავეს. კავკასიის უნივერსიტეტის დაფინანსებით, ისინი გაემგზავრებიან რიგაში, სადაც 28-29 მაისს, გაიმართება შეჯიბრის ფინალური ეტაპი. 

შეჯიბრი წარმოადგენს ფინანსურ გამოწვევას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნებიდან დაკომპლექტებული ჯგუფები. შეჯიბრი, რომელიც დაიწყო 2016 წლის 1 აპრილს და გრძელდება ხუთი კვირა, გამოიჩევა თავისი პრესტიჟულობით და არის საუკეთესო აღმოსავლეთ ევროპაში. ამ პერიოდის განმავლობაში კონკურსანტებს უწევთ ორი რაუნდის გავლა და თითოეულ მათგანში მათ თავი უნდა გაართვან ისეთ ფინანსურ თემებს, როგორიცაა კორპორაციული ფინანსები, ფინანსური რეპორტინგი და ანალიზი, ფინანსური შეფასება (Valuation), ინვესტმენტ ბანკინგი, პორტფოლიო მენეჯმენტი და მაკროეკონომიკა.