კავკასიის უნივერსიტეტში ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვის გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „ბიზნესის დაწყება საქართველოში: სამართლებრივი ფორმები და საგადასახადო რეჟიმები“.
ლექციას უძღვებოდა სალომე ოდიშარია, ლინოს თანადამფუძნებელი და საგადასახადო ექსპერტი.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო ბიზნესის დაფუძნების პროცესში გასათვალისწინებელი ძირითადი სამართლებრივი, ფინანსური და საგადასახადო საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სხვადასხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის თავისებურებებს, ბიზნესისთვის შესაბამისი საგადასახადო რეჟიმის შერჩევის მნიშვნელობას, ასევე საქართველოში მოქმედ საშეღავათო საგადასახადო რეჟიმებსა და მათ პრაქტიკულ გამოყენებას.
რეალური მაგალითებისა და პრაქტიკული ქეისების განხილვამ მონაწილეებს საშუალება მისცა უკეთ გაეაზრებინათ ბიზნესის დაწყებასა და განვითარების პროცესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობა.
