CSB-ის და GEM-ის ერთობლივი MBA პროგრამა QS World University Ranking-ის 2018 წლის რეიტინგში

27 აპრილი 2018

QS World University Ranking-მა TOP EMBA Europe 2018 წლის მონაცემები გამოაქვეყნა. რეიტინგის მიხედვით, გრენობლის მენეჯმენტის სკოლისა (GEM) და კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) ერთობლივი MBA პროგრამა ევროპის EMBA პროგრამებს შორის 28-ე ადგილს იკავებს.

 

სიის მოწინავე ადგილებს, London Business School; Chicago(Booth); Oxford(Said); Cambridge(Judge); IESE Business School იკავებენ.

 

სხვა ქართული უნივერსიტეტების მიერ განხორციელებული არცერთი პროგრამა, სამწუხაროდ, QS-ის რეიტინგში არ ხვდება.

 

QS World University Ranking-მა მონაცემები კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოაქვეყნა, რეიტინგში უნივერსიტეტები რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით მოხვდნენ: დამსაქმებლების ინდექსითა და შეფასებით; კურსდამთავრებულების სამუშაო გამოცდილებით,  ანაზღაურების გაუმჯობესებით და სხვა.

 

გრენობლის მენეჯმენტის სკოლის (GEM) თბილისის კამპუსი, კავკასიის ბიზნესის სკოლის ბაზაზე ურთიერთანამშრომლობის კონტრაქტით 2005 წელს დაარსდა. უკვე 13 წელია კავკასიის ბიზნესის სკოლა ორმაგი ხარისხის MBA პროგრამას ახორციელებს, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტს გრენობლის მენეჯმენტის სკოლისა და კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ენიჭება.