ავსტრიელი სტუდენტების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

14 ნოემბერი 2017

14 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა ევროკავშირი–საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და ვენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში ავსტრიელი სტუდენტები კავკასიის უნივერსიტეტის სასწავლო პროცესსა და საერთაშორისო მიმართულების პროგრამებს გაეცნენ. ევროკავშირი–საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ზვიად ჭუმბურიძემ მათ ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა. ბიზნეს საბჭოს წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა კი, ვენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის  და კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტებს ჩაუტარეს პრეზენტაციები შემდეგ საკითხებზე–საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო და ქვეყანა, როგორც კავკასიის სატრანსპორტო კორიდორი.

 

ღონისძიების ფარგლებში ავსტრიელმა სტუდენტებმა კავკასიის უნივერსიტეტის ახალი შენობა დაათვალიერეს და სასწავლო პროცესს გაეცნენ.