გრენობლის მენეჯმენტის სკოლისა და კავკასიის ბიზნესის სკოლის ერთობლივი MBA პროგრამის პრეზენტაცია

24 თებერვალი 2018

24 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში, გრენობლის მენეჯმენტის სკოლისა (GEM) და კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) ერთობლივი MBA პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

 

შეხვედრას გრენობლის მენეჯმენტის სკოლის MBA პროგრამების დირექტორი, ფილ აიერი, კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი, ბუბა ლეჟავა და კავკასიის ბიზნესის სკოლის MBA პროგრამების დირექტორი, პაატა ბრეკაშვილი უძღვებოდნენ. მათ აუდიტორიას პრეზენტაცია წარუდგინეს, ინფორმაციისთვის დეტალები გააცნეს და შემდეგ შეკითხვებს უპასუხეს.

 

Financial Times-ის მიხედვით, პროგრამა მსოფლიოს Executive MBA პროგრამებს შორის 54-ე ადგილს იკავებს.

 

2004 წლიდან კავკასიის ბიზნესის სკოლა წარმოადგენს გრენობლის მენეჯმენტის სკოლის საერთაშორისო კამპუსს და მსურველებს გრენობლის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს.