MBA პროგრამის კურსდამთავრებულთა კლუბის დაფუძნება

17 აპრილი 2016


პრეზენტაცია გაიმართა რესტორან "ფუნიკულიორში".

ღონისძიებაზე გამოვლინდა კურსდამთავრებულთა შორის 3 გამარჯვებული შემდეგ ნომინაციებში : 

  • Best Career Progress 2015 - მიხეილ ჯანელიძე;
  • Best Entrepreneurial Activity 2015 - ნინო ზამბახიძე;
  • Best Academic Achievement 2015 - ლევან შათირიშვილი.


კავკასიის ბიზნესის სკოლასა და გრენობლის ბიზნესის სკოლას 10 წლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. კავკასიის ბიზნესის სკოლა არის გრენობლის ბიზნესის სკოლის ფილიალი (Off-site campus) რეგიონის მაშტაბით. თანამშრომლობა მოიცავს ერთობლივი MBA პროგრამის განხორციელებას, რისი დასრულების შემდეგაც კურსდამთავრებული იღებს ორ დიპლომს ორივე ბიზნესის სკოლისგან.

შეგახსენებთ, რომ ამ თანამშრომლობის შედეგად პროგრამა უკვე ითვლის 7 მიღების კურსდამთავრებულებს. პროგრამის კურსდამთავრებულები არიან მაღალი რგოლის მენეჯერები; კურსდამთავრებულები იკავებენ პოზიციებს არასამთავრობო და პროფესიულ ასოციაციებში და საჯარო სექტორებში.





{phocagallery view=category|categoryid=797|limitstart=0|limitcount=0}