NetCredit-ის კონკურსის გამარჯვებული

11 იანვარი
 "ნეთ კრედიტის" კონკურსის გამარჯვებული გახდა კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტი საბა ლაშხი, რომელსაც კომპანიამ 5000 ლარიანი სტიპენდია გადასცა.  

კომპანია "ნეთ კრედიტი" რომელიც გახლავთ ფინანსური კომპანია Finabay-ს წევრი, რომელიც დღეის მდგომარეობით 6 ქვეყანაში ოპერირებს, ჩაატარა კონკურსი კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის ბიზნესის და ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტებისთვის. დავალება მოიცავდა ბიზნეს პროექტის გაკეთებას, რომელიც იქნებოდა ინოვაციური , კრეატიული და გამორჩეული.

{phocagallery view=category|categoryid=774|limitstart=0|limitcount=0}